598 12 82 77
ელექტრო მომსახურება
ელექტრიკი გამოძახებით

დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით

შეავსეთ ფორმა და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით

ჩვენ შესახებ

 

ელექტრიკი გამოძახებით თბილისში

 

 

თუ გჭირდებათ დახმარება და ეძებთ ელექტრიკოსს გამოძახებით, რომელიც დაგეხმარებათ არსებული პრობლემის მოგვარებაში, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ. გთავაზობთ სანდო და ხარისხიან მომსახურებას. მზად ვართ გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და თქვენთან ერთად ვიპოვოთ არსებული პრობლემიდან ყველაზე მარტივი, პროდუქტიული და ეკონომიური გამოსავალი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია თქვენი სანდოობა და კმაყოფილება. ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ კონსულტაციისთვის, სატელეფონო ზარის საშუალებით, კომპეტენტური პასუხი ჩვენი მხრიდან გარანტირებულია.

 

 

 

როგორი უნდა იყოს ელექტრიკი?

 

ელექტრიკი უნდა იყოს მობილიზებული და აღჭურვილი. თავიდანვე ამ მარტივი ფრაზით იმიტომ დავიწყე, რომ მაშინვე შეგექმნათ შთაბეჭდილება ვის უნდა ელოდოთ, როცა იძახებთ ელექტრიკოსს. ელექტროობას აქვს საკუთარი სქემა, რომლის მიხედვითაც მოქმედებს  ელექტრიკი და გამოძახებისას, პირველ ზარზე მან დაახლოებით იცის რა ხელსაწყო შეიძლება დასჭირდეს, პირველადი გასაუბრების საფუძველზე, დისტანციურად მხოლოდ კომპეტენტურ და გამოცდილ ელექტრიკს შეუძლია მიხვდეს თუ დაახლოებით რასთან აქვს საქმე, ჩვენ კი სწორედ ასეთ მომსახურებას გთავაზობთ. თქვენთან მხოლოდ ისეთი ელექტრიკი მოვა, რომელიც გამოცდილია საკუთარ პროფესიაში და წვრილმან დეტალებზე, რომლებიც გამოუცდელობის შემთხვევაში ბევრ დროს გვაკარგვინებს, პრობლემებს არ შექმნის. ბუნებრივია, როცა ობიექტზე რაღაცის შეკეთებაა საჭირო, გაინტერესებს დეტალები : “ეს აქ რატომ შევაერთეთ ?” , “ეს ხელსაწყო რისთვისაა “ , მსგავსი კითხვების არ მოგერიდოთ, რადგან ჩვენი ელექტრიკოსები მზად არიან თავიანთ შერსულებულ სამუშაოზე ამომწურავი პასუხი მოგაწოდონ, თუმცა კარგი იქნება თუ ამ კითხვებს მოგვიანებით დაუსვამთ, რადგან, საქმის კეთების დროს ყურადღების გაფანტვა არ არის მიზანშეწონილი.

 

 

 

როდის შეიძლება დაგჭირდეს ელექტრიკი ?

 

ახალი სახლი შეიძინე და ელექტროობის გაყვანა გსურს? ან იქნებ, ძველი სადენები შენს ნდობას არ იმსახურებს? შესაძლოა მცირედით ერკვევი კიდეც ამ საკითხში, თუმცა სადენების გაყვანის დეტალები აუცილებლად დაგაბნევს, ხოლო ამ შემთხვევაში კი, ნამდვილად სწორ გვერდზე მოხვდი. გვესმის, რომ ძნელია როცა ხელოსნის ერთი გამოძახება არ არის საკმარისი და გაყვანილობას მუდამ პრობლემა აქვს, რაც გამოწვეულია არაკვალიფიცირებული ელექტრიკის შესრულებული სამუშაოთი ან გულგრილი დამოკიდებულებით.  ამ პრობლემიდან გამოსავალი უკვე ნაპოვნია, რადგან ჩვენი გუნდი გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას. eleqtriki gamodzaxebit თბილისის მასშტაბით, თქვენთან მოვა ელექტრიკი ჩვენი გუნდიდან, რომელიც თქვენს ნდობას სამუდამოდ დაიმსახურებს. აღარ იქნება საჭირო განმეორებითი ზარი და უყურადღებოდ დატოვებული დეტალების გამოსწორება. ხარისხიანად შესრულებული სამუშაო, ჩვენი ელექტრიკის პრიორიტეტია. თქვენი ნდობა და ხარისხიანად შესრულებული სამუშაო ჩვენი პრიორიტეტი.

 

 

 

რა რისკებთანაა დაკავშირებული  არაკვალიფიცირებული  ელექტრიკის გამოძახება ?

 

პირველ რიგში, ერთიდაიგივე პრობლემისთვის რამდენჯერმე ხელოსანი eleqtriki რომ გამოიძახოთ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მეორეც, დისკომფორტის გრძნობას იწვევს. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო საფრთხეებია. ყველაზე ხშირი პრობლემა კი არის ნომინალების სწორად შერჩევა. მაგალითად, თუ ელექტრიკი არასწორი გათვლით შეარჩევს კაბელს (mm.კვეთა) კონკრეტულ მომხმარებელ, ელ.მოწყობილობისთვის. ასევე ელექტრო ავტომატურ ამომრთველს, რომელსაც გააჩნია ორმაგი დაცვა და პირდაპირ მასზეა დამოკიდებული თქვენი პირადი უსაფრთხოება. მზგავსმა დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება გამოუსწორებელი ზარალი მოგაყენოთ. თუმცა, მინდა რომ დაგამშვიდოთ, ჩვენი ელექტრიკი რომელიც შეასრულებს სამუშაოს თქენს ბინაზე თუ სახლში ან სხვა ობიექტზე ყველანაირ რისკებს აგარიდებთ. დღეისათვის ელექტრო გაყვანილობის უსაფრთხოება შეიძლება მაქსიმალურად დაცული იყოს. არსებობს არა ერთი საშუალება, რის გამოყენებითაც შეიძლება თავიდან აირიდოთ ნებისმიერი საფრთხე.

 

 

 

პროფესია ელექტრიკოსი

 

ელექტრიკოსი არის ელექტრომოწყობილობის და ელექტროხაზების მონტაჟის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი. ის ნებისმიერი სახის ელექტრომოწყობილებით შეიძლება იყოს დაკავებული. ეს იქნება ელექტროგენერატორი, ელექტროძრავები, ტელეავტომატიკა და სხვა ელექტრო საქონელი. მისი კონკრეტული მოვალეობაა-მონტაჟირება, მომსახურება, გარჩევა და შეკეთება. ეს კი დამოკიდებულია მის სამუშაო ადგილზე. თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ელექტროობის გარეშე. ადამიანი პრაქტიკულად მთლიანად დამოკიდებულია ელექტროობაზე. ელექტროენერგია არის თანამედროვე ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალა. ხოლო ელექტრიკოსი არის თანამედროვეობის მნიშვნელოვანი პროფესია, თუმცა ამას ყველა ვერ ხვდება. კვალიფიციური ელექტრიკოსი სტაბილურად მოთხოვნადი პროფესიაა შრომის ბაზარზე.
ელექტრიკოსი პასუხს აგებს არა მარტო საკუთარ უსაფრთხოებაზე, არამედ მომხმარებლის უსაფრთხოებაზეც, რომელიც იყენებს ყველა იმ ელექტრო მოწყობილობას, რომელსაც ელექტრიკოსი ამონტაჟებს და შეაკეთებს. დენის დარტყმა არ არის ერთადერთი საშიშროება, რომელიც შეიძლება შეემთხვეს ელექტრიკოსს. მას ხშირად უწევს სიმაღლეზე მუშაობა, ეს კი ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. ელექტრიკოსები მიეკუთვნებიან ელიტურ თანამშრომელთა რიცხვს. მათი სამუშაო მოითხოვს ინტელექტს და მრავალმხრივ ცოდნას. რამდენადაც ტექნოლოგიები მუდმივად ახლდება, ყოველი ელექტრიკოსი რეგულარულად გადის ტექნიკურ გადამზადებას. ელექტრიკოსს უნდა ახასიათებდეს ლოგიკური აზროვნება, გონების ტექნიკური წყობა, კარგი მოტორიკა, კარგი მხედველობა, აკურატულობა და ყურადღება. უნდა ჰქონდეს ჯანმრთელი საყდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემა. ცოდნა და უნარები. ელექტრიკოს უნდა გააჩნდეს ფიზიკის, მათემატიკის, მექანიკის, ხაზვის საბაზისო ცოდნა. კარგად უნდა ერკვეოდეს ნახაზებში, იყენებდეს ფორმულებს. ასევე უნდა იცოდეს წყობა და ტექნიკური ხასიათი იმ ხელსაწყოებისა, რომელსაც ემსახურება, ფლობდეს დიაგნოსტიკისა და შეკეთებისა მეთოდიკას. ელექტრიკოსმა უნდა იცოდეს უსაფრთხოების ტექნიკა და პირველადი დახმარების აღმოჩენა დენის დარტყმის შემთხვევაში.

 

 

მოითხოვეთ ხელოსანი   —   ელექტრიკი გამოძახებით   eleqtriki gamodzaxebit

 

 

ჩვენი სერვისები

ელექტრო გაყვანილობა

ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი, დაქსელვა, გაყვანილობის მოწესრიგება…

ელექტრო ჩამრთველები

როზეტების, ჩამრთველების მონტაჟი. გამანაწილებელი კოლოფის აწყობა მონტაჟი…

განათების სისტემა

ჭაღის, ბრის, სენსორული ნათურის, ფოტო რელეს მონტაჟი. განათების სისტემის დაგეგმვა მონტაჟი…

დაზიანებული წერტილები

დაზიანებული ადგილების  დიაგნოსტიკა, პრობლემური წერტილების პოვნა აღდგენა…

Facebook

(+995) 598128277

© All Rights Reserved 2020
Developerd by Marketing Solutions Georgia